დიდუბის რაიონში შვიდი ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა

დიდუბის რაიონში შვიდი ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა

31
გაზიარება

დიდუბის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, შვიდი ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა. როგორც “სითი კვირას” დიდუბის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა შემდეგ მისამართებზე:

✔️ აკაკი წერეთლის გამზირი N55;
✔️ აგლაძის ქუჩის N26;
✔️ ცაბაძის ქუჩა N1 კორპუსი;
✔️ ხოშარაულის ქუჩა N25;
✔️ დიღმის მასივი, მესამე კვარტლის მეორე კორპუსი;
✔️ ახმეტელის ქუჩა N12;
✔️ ბაგრატიონის ქუჩა N5 ბლოკი.

სამუშაოების შესასრულებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 90 000 ლარი გამოიყო. მიმდინარე წლის ბოლომდე დიდუბის რაიონში ექვსი ახალი ლიფტი დამონტაჟდება, ხოლო ათ არსებულ ლიფტს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

კომენტარი