ილია ჭავჭავაძის გამზირის ისტორია

ილია ჭავჭავაძის გამზირის ისტორია

74
გაზიარება
დღეს ქართველი მწერლის, პოეტისა და პუბლიცისტის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის 181 წლისთავია.
ილია ჭავავაძის გამზირი ვაკის რაიონში, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის მოედნამდე მდებარეობს. ის წყნეთის გზატკეცილამდე გრძელდებოდა, მაგრამ 2005 წელს ილია ჭავჭავაძის მოედნიდან წყნეთის გზატკეცილამდე მონაკვეთს ქაიხოსრო(ქაქუცა) ჩოლოყაშვილის გამზირი ეწოდა. ადრე აქ გადიოდა “წყნეთის გზა“(1867 წლიდან წყნეთის ქუჩა), XX საუკუნის 20-იან წლებში დაერქვა უნივერსიტეტის ქუჩა. 1925-26 წლების ცნობათა წიგნში – “მთელი ტბილისი“ – შეტანილია ვაკის ახალი ქუჩების სიაში, ასევე დატანილია თბილისის 1934 წლის გეგმაზე.
1935 წელს ქუჩას ნიკო მარის სახელი ეწოდა. 50-იან წლებში ისევ უნივერსიტეტის ქუჩა ერქვა, 1957 წელს კი, პოეტის დაბადებიდან 120-ე და გარდაცვალებიდან 50-ე წელთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის სახელი ეწოდა. ეს მთავარი მაგისტრალი იწყება ვარაზისხევიდან და მიემართება მდინარე ვერის პარალელურად. მისი განაშენიანება XX საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო.

კომენტარი