18 %-ით მეტი – თბილისის აეროპორტს მგზავრთნაკადი ეზრდება

18 %-ით მეტი – თბილისის აეროპორტს მგზავრთნაკადი ეზრდება

45
გაზიარება

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 4.354 მლნ მგზავრს მოემსახურა. რაც 23%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2017 წელი 3.551 მლნ მგზავრი).
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოქტომბერში 335 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 18%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი 284 ათასი მგზავრი ). ხოლო 10 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21% შეადგინა (2017 წელი 2.725 მლნ მგზავრი).

კომენტარი