ევროპის 7 ულამაზესი ტაძარი

ევროპის 7 ულამაზესი ტაძარი

595
გაზიარება

1.წმინდა პეტრეს ბაზილიკა, ვატიკანი           

ის არის ამაღლებული, კოლოსალური ხელოვნების ნიმუში, რენესანსული ფასადითა და ბაროკოს დეკორაციით. ტაძარი მიქელანჯელოს, ბერნინისა და კარლო მადერნოს არქიტექტურით შეიქმნა. გადმოცემით, სწორედ აქაა დაკრძალული წმინდა პეტრე მოციქული.

Image result for წმინდა პეტრეს ბაზილიკა

2.წმინდა მარიამის ბაზილიკა, კრაკოვი           

წმინდა მარიამის ბაზილიკა ორი კოლოსალური კოშკისგან შედგება, რომელიც გერმანელი ხელოსნის, ვიტ სტოსის აგებულია. მისი კოშკის სიმაღლიდან შეიძლება კრაკოვის ძველი ქალაქის დათვალიერება. გოთიკური კოშკის მოოქროვილი თავები მზის ჩასვილისას წითლად იღებება. საათში ერთხელ ბაზილიკა ცოცხლდება საყვირის ხმით, რითაც მონღოლთა ურდოების წინააღმდეგ მებრძოლ ქალაქის დამცველებს პატივს მიაგებენ.

Image result for St. Mary’s Basilica, Krakow

3.წმინდა ბასილის ტაძარი, მოსკოვი

წმინდა ბასილის ტაძარი მოსკოვის წითელი მოედნის მარგალიტია. ის ცნობილია თავისი მდიდრული გუმბათითა და ფერადი სახურავით. ტაძარი გაბრუნებს მე-16 საუკუნეში, როდესაც იგი ივანე მრისხანემ ააგო.  დღეს ტაძარი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.

Image result for St. Basil’s Cathedral, Moscow

4.პეჩერის ლავრა, კიევი 

იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში პეჩერსკის ლავრა უდავოდ ყველაზე ლამაზ ტაძრადაა მიჩნეული. მოოქროვილი გუმბათებითა და ბრილიანტივით თეთრი ფასადით ის პლანეტის ულამაზესი ტაძარია. პეჩერის ლავრა მე-11 საუკუნეში დაარსადა და კიევის რუსეთის მთავარ საეკლესიო ცენტრად იქცა.

54958952

5. ვანგის ტაძარი, პოლონეთი

1842 წელს სკანდინავიელთა ემიგრაციამ სამხრეთ პოლონეთში ეს პატარა ეკლესია ნორვეგიული ტრადიციის მიხედვით ააგო. ეკლესია თარიღდება მე-12 საუკუნით და ერთ-ერთია იმ ტაძართა შორის, რომელიც კვლავ ინარჩუნებს სკოლის ფუნქციას. ეკლესია გარშემორტყმულია კარკონოზის მთებით და მნახველს ვიკინგების ეპოქაში აბრუნებს.

Image result for Wang Church, Karpacz, Poland

6. ბორგუნდის ხის ეკლესია, ნორვეგია

ბორგუნდის ხის ეკლესია დასავლეთ ნორვეგიის ველურ ხეობაში მდებარეობს. ის 1180–1250 წლებში გრძელი ხის ბოძებისგან აშენდა, რომლებსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები კვერთხს უწოდებენ. მსგავსი მასალით ნორვეგიაში, დაახლოებით, 28 ეკლესიაა, მაგრამ ყველაზე უკეთ აღნიშნული წარმოაჩენს შუა საუკუნის ტრადიციებსა და წეს–ჩვეულებებს.

image

7. წმინდა დავითის ტაძარი, უელსი

წმინდა დავითის ტაძარი დასავლეთ უელსში მდებარეობს. ის გადაჰყურებს კაშხალს და წმინდა ბრაიდის ყურეს. ტაძარი მე-17 საუკუნეში ვიკინგების მიერ დაარსდა. დღეს ის აერთიანებს გოთიკურ და შუასაუკუნეების სტილს.

კომენტარი