ნაგავსაყრელი ვაკის პარკში 😡

ნაგავსაყრელი ვაკის პარკში 😡

420
გაზიარება
მოქალაქემ ვაკის პარკის დაბინძურების ამსახველი ფოტომასალა მოგვაწოდა, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორაა მიმოფანტული სხვადასხვა ადგილას პლასტმასის ბოთლები, ცელოფნის პარკები თუ ქაღალდის ხელსაწმენდები. როგორც ის ჩვენთან საუბრისას განმარტავს, ალნალოგიური ვითარება ამ ადგილას ძალიან ხშირად ხვდება.
“სითი კვირა” დაინტერესდა, სუფთავდება თუ არა აღნიშნული ტერიტორია და რატომ გროვდება ნაგავი ამ ლოკაციაზე.
როგორც “თბილსერვის ჯგუფში” განმარტავენ,  ვაკის პარკი, ურნების გაცლის ჩათვლით, ყოველდღიურად სუფთავდება, უშუალოდ ამ ტერიტორიას კი (პარკის ჩასასვლელი ცხვედაძის ქუჩიდან), ოფიციალურად, ყოველდღიური დაგვა არ ეხება, თუმცა მას “თბილსერვისის” სპეცთანამშრომლები ყოველ 1 კვირაში ან 10 დღეში ერთხელ ასუფთავებენ.
რაც შეეხება დანაგვიანების მიზეზს, ის შემდეგია: მოქალაქეები ძალიან ხშირად მოდიან აქ საკუთარი ავტომობილებით და დროის გატარების ისეთ ხერხს ირჩევენ, რომელიც ამ შედეგით მთავრდება 👇

46451822_909891799399048_3692762518314287104_n

46272083_194772201449002_1401492998855852032_n 46325114_320105352141477_6016776383106121728_n 46426349_448255999038246_416219091607486464_n 46438397_2043329899065302_9193863077500551168_n

კომენტარი