წითელი ავტობუსები – ლონდონის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს ისტორია და პერსპექტივა

წითელი ავტობუსები – ლონდონის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს ისტორია და პერსპექტივა

639
გაზიარება

დაბლდეკერები, ანუ ორსართულიანი წითელი ავტობუსები, დიდი ხანია ლონდონის სავიზიტო ბარათად იქცა.

krasnyj-avtobusორსართულიანი ავტობუსები ლონდონის ქუჩებში პირველად 1847 წელს გამოჩნდნენ. თავდაპირველად სატრანსპორტო კომპანია „ადამსი და კო“ -ს სატრანსპორტო საშუალებებს ლონდონელები სკეპტიკურად შეხვდნენ. ნაკლებად კომფორტული და ნელი ტრანსპორტი მათ არ მოეწონათ, თუმცა 1852 წელს, მას შემდეგ, რაც დაბლდეკერების ტევადობა ( 40 მგზავრი) და კომფორტი გაიზარდა, მათმა პოპულარობამ მნიშვნელოვნად მოიმატა.

avtobas-london1913 წლისათვის ლონდონს 2 ათასი ასეთი ავტობუსი ემსახურებოდა.
1953 წლისათვის ლონდონის სატრანსპორტო კომპანიის განკარგულებაში უკვე 7 ათასზე მეტი  დაბლდეკერია.

Clipboard1311956 წელს ლონდონის ქუჩებში პირველად გამოჩნდა Routemaster-ის ტიპის ავტობუსი, რომელიც გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ლონდონის სიმბოლოდ იქცა. ვიზუალთან ერთად, ამ ავტობუსების ხიბლი ისიც იყო, რომ მათ კარები არ ჰქონდათ და მგზავრებს  საცობის შემთხვევაში ავტობუსიდან ჩამოსვლა უპრობლემოდ შეეძლოთ. Routemaster-ი ლონდონს და მის სტუმრებს  2004 წლამდე ემსახურებოდა.

Clipboard152012 წელს ლონდონის ქუჩებში Routemaster-ის განახლებული ვერსია გამოჩნდა. ისინი დღემდე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში, თუმცა როგორც ჩანს, მალე ისინიც სამუზეუმო ექსპონატები გახდებიან. The-all-electric-version-of-the-iconic-double-decker-London-red-bus-crosses-Westminster-bridge-as-a-part-of-the-vehicles-lauch-event-image-courtesy-of-BYD2025 წლისათვის ლონდონში ყველა სახის შიდაწვისძრავიანი სატრანსპორტო საშუალების აკრძალვას გეგმავენ, ასე  რომ Routemaster-ის ადგილი ლონდონის ქუჩებში აღარ იქნება.

კომენტარი