ვაკის პარკის ტერიტორია დღეს დაასუფთავეს

ვაკის პარკის ტერიტორია დღეს დაასუფთავეს

173
გაზიარება

ცხვედაძის ქუჩიდან ვაკის პარკის ჩასასვლელი, რომელიც გუშინ დანაგვიანებული იყო, “თბილსერვის ჯგუფმა” გეგმური სამუშოების ფარგლებში დაასუფთავა.
დანაგვიანებული ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა გუშინ ერთ-ერთმა მოქალაქემ მოგვაწოდა.



მოქალაქე, რომელმაც გუშინდელი ფოტოები მოგვაწოდა, აცხადებდა, რომ მსგავსი ვითარება ხსენებულ ადგილას ძალიან ხშირად ხვდება.
როგორც გავარკვიეთ, მოქალაქეები ძალიან ხშირად მოდიან აქ საკუთარი ავტომობილებით და დროის გატარების ისეთ ხერხს ირჩევენ, რომელიც აღნიშნული შედეგით მთავრდება.
“თბილსერვის ჯგუფში” კი განმარტავენ, რომ  ვაკის პარკი, ურნების გაცლის ჩათვლით, ყოველდღიურად სუფთავდება, უშუალოდ ამ ტერიტორიას კი, ოფიციალურად, ყოველდღიური დაგვა არ ეხება, თუმცა მას “თბილსერვისის” სპეცთანამშრომლები ყოველ 1 კვირაში ან 10 დღეში ერთხელ ასუფთავებენ.

კომენტარი