თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი და მისი პრიორიტეტები

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი და მისი პრიორიტეტები

294
გაზიარება

მმმმმმმმმთბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ პირველადი ინფორმაცია გააცნო საზოგადოებას. როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტი თბილისის საკრებულოში 15 ნოემბერს შევიდა განსახილველად.
წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა 871 631 510 ლარია. 2019 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 10 მილიონი ლარით იზრდება.
რაც შეეხება პრიორიტეტებს, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსებას:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და აღდგენაზე 105 860 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე, ექსპლუატაციასა და ავარიული შენობების გამაგრებაზე 174 მილიონი ლარი.
ამასთან, აღნიშნულია, რომ თბილისში განხორციელდება მოცულობითი ინფრასტრუქტურული პროექტები: კახეთის გზატკეცილზე აეროპორტის კვანძიდან ლოჭინის ხიდამდე გზის რეკონსტრუქცია, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული ხიდის რეკონსტრუქცია, უნივერსიტეტის ქუჩის და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ასევე 10-მდე ხიდის და სხვა ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
კვლავ პრიორიტეტულია ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, რისთვისაც 2019 წლის ბიუჯეტში 93 მილიონი ლარია გამოყოფილი.
კვლავ შენარჩუნებულია ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ყველა პრიორიტეტული პროგრამა.

კომენტარი