ფონიჭალის სამაშველო ღონისძიებაში მონაწილე მეხანძრე-მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ

ფონიჭალის სამაშველო ღონისძიებაში მონაწილე მეხანძრე-მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ

104
გაზიარება

ეს სტანდარტი უკვე დამკვიდრებულია, რომ ყველა იმ მაშველს, რომელიც ჩვეულებრივზე საფრთხის შემცველ საქმეს შეასრულებს, ან გამორჩეულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, ფულადი ჯილდო გადაეცემა, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა განაცხადა.
ხუციშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იმ მეხანძრეებსა და მაშველებს შეხვდა, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ფონიჭალის სამუშაო ღონისძიებაში.
„მამუკა ბახტაძე შეხვდა იმ მეხანძრეებს და მაშველებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ფონიჭალის სამუშაო ღონისძიებაში. ჩვენ პრემიერის უშუალო დაქვემდებარებაში ვართ და ყოველთვის ვგრძნობთ მხარდაჭერას, რაც გამოიხატება მაგალითად ბიუჯეტის გაზრდაში. რეალურად, დღევანდელი შეხვედრაც იმას ემსახურებოდა, რომ თანადგომა ყოფილიყო გამოხატული. ჩვენ ასევე ჩართული ვიყავით, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ ყოფილიყო შესული თავიანთ სახლებში, რათა ნივთები გამოეტანათ. რაც შეეხება ფულად ჯილდოებს, ეს სტანდარტი უკვე დამკვიდრებულია, რომ ყველა იმ მაშველს, რომელიც ჩვეულებრივზე საფრთხის შემცველ საქმეს შეასრულებს, ან გამორჩეულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, ამას ყოველთვის ვაკეთებთ და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება”, – განაცხადა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში აფეთქება 15 ნოემბერს მოხდა. შემთხვევის შედეგად, მრავალსართულიანი კორპუსი ნაწილობრივ დაინგრა. აფეთქება შენობის მესამე სართულზე, საცხოვრებელ ბინაში მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

კომენტარი