აფხაზეთი ბრიტანელი ფოტოგრაფის ობიექტივში

აფხაზეთი ბრიტანელი ფოტოგრაფის ობიექტივში

210
გაზიარება

ჯეიმს კემერონი საკუთარ თავს წარსულის მკვლევარს უწოდებს. მისი კამერა  ხალხის მიერ მიტოვებულ შენობებს აფიქსირებს. ბრიტანელი ფოტოგრაფის ობიექტივში ოკუპირებული აფხაზეთი და ის შენობა ნაგებობებიც მოხვდა, რომლებიც თავის დროზე საბჭოთა ელიტის უსაყვარლესი  დასასვენებელი ადგილები იყო.
ათი დღის განმავლობაში  კემერონი იღებდა ხიდებს, სკოლებს, თეატრებს, სარკინიგზო სადგურს. ფოტოები ნათელი ილუსტრაციაა იმისა,  თუ რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში და როგორ იკავებს ოდესღაც ხალხმრავალ, დასახლებულ პუნქტებს სუბტროპიკული ტყე.

კომენტარი