თბილისის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტს განიხილავენ

თბილისის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტს განიხილავენ

222
გაზიარება

თბილისის საკრებულოში დღეს  2019 წლის ბიუჯეტი უნდა განიხილონ.
პროექტის პირვანდელი ვარიანტით  დედაქალაქის ბიუჯეტი 871 მილიონი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 10 მილიონით მეტია.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსებას:სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და აღდგენაზე 105 860 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე, ექსპლუატაციასა და ავარიული შენობების გამაგრებაზე 174 მილიონი ლარი.
ამასთან, აღნიშნულია, რომ თბილისში განხორციელდება მოცულობითი ინფრასტრუქტურული პროექტები: კახეთის გზატკეცილზე აეროპორტის კვანძიდან ლოჭინის ხიდამდე გზის რეკონსტრუქცია, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული ხიდის რეკონსტრუქცია, უნივერსიტეტის ქუჩის და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ასევე 10-მდე ხიდის და სხვა ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
კვლავ პრიორიტეტულია ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, რისთვისაც 2019 წლის ბიუჯეტში 93 მილიონი ლარია გამოყოფილი.
კვლავ შენარჩუნებულია ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ყველა პრიორიტეტული პროგრამა.
განათლების დაფინანსებას მომავალ წელს 159 მილიონი ლარი მოხმარდება, რომლითაც იზრდება საბავშვო ბაღების დაფინანსება 36 მილიონით, ასევე თბილისს 10 ახალი ბაღი შეემატება.
გარდა ამისა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, გარკვეული ზრდა ფიქსირდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯების მიმართულებით.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში მომავალი კვირიდან დაიწყება. მისივე ინფორმაციით, გადამუშავების პროცესში გარკვეული კორექტირებები იქნება შეტანილი პროექტში და საკრებულოს რეკომენდაციები მერიას ეცნობება.

კომენტარი