სოფელ დიღომში 16 კილომეტრიანი კანალიზაციის ქსელი აშენდება

სოფელ დიღომში 16 კილომეტრიანი კანალიზაციის ქსელი აშენდება

250
გაზიარება

სოფელ დიღომში კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობის სამუშაოები იწყება.როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია და სამუშაოები  დღესვე დაიწყება.
„სოფელ დიღომში დღეს კანალიზაციის ქსელის პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. ესეც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. როდესაც მათ ვხვდებოდით და ვესაუბრებოდით, ისინი თავის წუხილსა და პრობლემებზე გვიყვებოდნენ. დაპირება იყო, რომ ამას აუცილებლად მოვაგვარებდით. დღეს იწყება სამუშაოები. საკმაოდ დიდი პროექტია, რომელიც ოთხ ეტაპად არის დაყოფილი,”- განაცხადა კალაძემ.
პროექტთან დაკავშირებით ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემაც ისაუბრა.ხმალაძის ინფორმაციით, სოფელ დიღომში დაახლოებით 16 კილომეტრიანი კანალიზაციის ქსელი აშენდება და პროექტის ღირებულება 22 მილიონი ლარია.
“კანალიზაციის გარე ქსელის არარსებობა ურთულესი პრობლემა იყო სოფელ დიღმის მოსახლეობისთვის. ჯამში ეს არის 22 მილიონიანი პროექტი, რომელიც დაახლოებით 4 წელიწადში უნდა განხორციელდეს, თუმცა დღეს ჩვენ ვიწყებთ ამ პროექტის პირველ ეტაპს. დაახლოებით, 3 მილიონამდეა მისი ღირებულება. მომდევნო წლის განმავლობაში მთლიანად განხორციელდება ეს პროექტი და ჯამში აშენდება დაახლოებით 16 კილომეტრამდე ქსელი,”- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კომენტარი