თაბუკაშვილის N42-ში სადარბაზოს მოხატულობა აღადგინეს

თაბუკაშვილის N42-ში სადარბაზოს მოხატულობა აღადგინეს

118
გაზიარება

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, თაბუკაშვილის ქ.N42-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, სადაც ადრეული მხატვრობის ფერწერული ფენები გამოვლინდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
კომპოზიციის დიდი ნაწილი, თვითნებური ჩარევის შედეგად, შეცვლილი და გადაკეთებული იყო, რის გამოც, სადარბაზოს პირვანდელი იერსახე დაკარგული ჰქონდა.
ადრეული მხატვრობის ნიმუში, რაზეც წელიწადის დროებია გამოსახული, კონსერვატორ-რესტავრატორების მიერ პირვანდელი სახით აღდგა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე, სადარბაზოს კარს, მოზაიკურ იატაკსა და ლითონის მოაჯირებს.
აღნიშნული შენობა 1889 წელსაა აგებული და მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ინტერიერის მოხატულობა კი, იმდროინდელი თბილისური სადარბაზოებისთვის დამახასიათებელი მხატვრობის უნიკალური ნიმუშია.
სადარბაზოს რეაბილიტაცია გამგეობამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 119 ათასი ლარი დაიხარჯა.

კომენტარი