თბილისში 3000 სტუდენტზე გათვლილი სტუდენტური ქალაქი აშენდება

თბილისში 3000 სტუდენტზე გათვლილი სტუდენტური ქალაქი აშენდება

140
გაზიარება

თბილისში, თსუ-ს მაღლივ კორპუსთან 3000 სტუდენტზე გათვლილი ქალაქი აშენდება.
როგორც განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, სტუდენტური ქალაქის პროექტზე მუშაობა აქტიურ ფაზაში გადადის და ახლო მომავალში კამპუსში 3000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ცხოვრებისა და დასვენებისთვის ყველა აუცილებელი პირობა შეიქმნება.
სტუდენტურ ქალაქში ცხოვრება სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეეძლებათ.
პროექტი ითვალისწინებს, როგორც საერთო და ინდივიდუალურ ოთახებს, ასევე ცენტრალურ და საერთო სამზარეულოებს, რეკრეაციულ და სოციალურ სივრცეებს, ბიბლიოთეკებს, სპორტულ დარბაზებს, აუზებსა და მოედნებს. კამპუსს 24 საათიანი დაცვისა და დასუფთავების სამსახურები მოემსახურება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროექტზე ინტერესთა გამოხატვა გასულ წელს გამოაცხადა, რითიც რამდენიმე ინვესტორი უკვე დაინტერესდა. გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად შესაბამისი პროცედურები 2019 წელს დაიწყება.

კომენტარი