ჩუღურეთის რაიონში ირმის რქისა და აკაციის ჯიშის ხეები დაირგო

ჩუღურეთის რაიონში ირმის რქისა და აკაციის ჯიშის ხეები დაირგო

194
გაზიარება

ჩუღურეთის რაიონში, საშემოდგომო რგვები გრძელდება. ნინო ჩხეიძისა და ანაკლიის ქუჩებზე ირმის რქისა და აკაციის ჯიშის ხეები დაირგო.
გამწვანების აქციაში ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, გამგეობის თანამშრომლები და ადგილობრივები მცხოვრებლები მონაწილეობდნენ.
„ქალაქის ეკოლოგიაზე ზრუნვა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ახალ გაკეთებულ ტროტუარებზე ხის ნიშნულები მოვაწყვეთ და ხეები დავრგეთ. ჩუღურეთის გამგეობა რაიონის გამწვანებაზე აქტიურად მუშაობს“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
მიმდინარე წელს, ჩუღურეთის რაიონში 200-მდე ძირი ხე-მცენარე დაირგო, ხილო 408 მისამართზე არსებულ ნარგავებს აგრო-ტექნიკური სამუშაოები ჩაუტარდა.

კომენტარი