ატენის ქუჩაზე გზის ნაწილი ჩავარდა

ატენის ქუჩაზე გზის ნაწილი ჩავარდა

450
გაზიარება
ფოტო არ ასახავს ატენის ქუჩაზე გზის ჩავარდნას და გამოყენებულია ზოგადი ხასიათით. ამ კონკრეტულ ფოტოზე გამოსახულია მელიქიშვილის გამზირზე სავალი გზის ნაწილის ჩანგრევა 2015 წელს.
მოქალაქე მარიკა ლომთათიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ატენის ქუჩაზე მიწა ჩავარდა.
“ატენის ქუჩის მოსახლეობის პროტესტი ყურად არავინ იღო….და აი, 26-სართულიანი სახლის მშენებლობის ეზოში მიწა ჩავარდა”- აღნიშნულია პოსტში.
“სითი კვირა” თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ ინციდენტისას გზის პატარა მონაკვეთი ჩამოიშალა.
“ამ ეტაპზე მშენებლებს გზის აღდგენა დაევალათ და შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.”- აღნიშნავენ მუნიციპალურ ინსპექციაში.

კომენტარი