ქალთა საერთაშორისო ასოციაცია ტრადიციულ საახალწლო გამოფენა-გაყიდვას გამართავს

ქალთა საერთაშორისო ასოციაცია ტრადიციულ საახალწლო გამოფენა-გაყიდვას გამართავს

78
გაზიარება

1-ელ დეკემბერს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია” “ქალთა საერთაშორისო ასოციაცია” (IWA) ტრადიციულ საახალწლო გამოფენა-გაყიდვას გამართავს.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 29 საელჩო, საერთაშორისო მისიები, ქართველი და სხვა ქვეყნების ხელოვნების დარგის წარმომადგენლები. ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება თითოეული ქვეყნისთვის დამახასიათებელი საახალწლო აქსესუარები და საჩუქრები, კულინარიის ნიმუშები და ხელნაკეთი ნამუშევრები.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შემოსული თანხა მოხმარდება ქველმოქმედებას.
ღონისძიების ექსკლუზიური მედია პარტნიორი და მონაწილეა საერთაშორისო მედია ჰოლდინგი GBTIMES Georgia, რომელიც ღონისძიებიდან განახორცილებეს მაუწყებლობას და მოაწყობს მინი აუქციონს, სადაც  წარმოადგენს წიგნებს და სპორტულ ნივთებს ცნობილი სპორტსმენების ხელმოწერით.
IWAG წარმოადგენს საქველმოქმედო სტატუსის მქონე არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციას და ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მსოფლიო ქსელის ნაწილს. ასოციაცია ცდილობს გააღრმავოს მისი უცხოელი წევრების მიერ საქართველოს და ქართული კულტურის შეცნობა და გაუადვილოს უცხოელებს მშობლიური ქვეყნებიდან შორს ცხოვრება და მუშაობა. IWAG ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს და მისი მთავარი მიზანია სოციალურად დაუცველი ქალების, ბავშვების და მოხუცების დახმარება.

Winter fair. Photo

კომენტარი