კახა კალაძემ ებრაელ ხალხს ხანუქა მიულოცა

კახა კალაძემ ებრაელ ხალხს ხანუქა მიულოცა

43
გაზიარება

თბილისის მერი კახა კალაძე ებრაული დღესასწაულის – ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიას თბილისის მთავარ სინაგოგაში დაესწრო.
დედაქალაქის მერმა ებრაელ ხალხს დღესასწაული მიულოცა და ხაზი  გაუსვა ებრაელებსა და ქართველებს შორის არსებულ  მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.
„ებრაელ ხალხს და განსაკუთრებით ქართველ ებრაელებს ხანუქას ვულოცავ. ჩემი თბილისი, ჩვენი დედაქალაქი არის სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა რელიგიის მქონე ადამიანების თანაცხოვრების, ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითი. მე ძალიან მახარებს ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც გასაფრთხილებელია. მთელი გულით მინდა მივულოცო მათ ეს დღესასწაული. პირველ რიგში, მინდა ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მთავარ სინაგოგაში ხანუქას პირველი სანთელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აანთო.
ებრაული დღესასწაული – ხანუქა გუშინ დაიწყო და რვა დღე გაგრძელდება.

12

კომენტარი