კახა კალაძე – 2019 წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 921 მლნ ლარი იქნება

კახა კალაძე – 2019 წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 921 მლნ ლარი იქნება

180
გაზიარება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2019 წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 921 მილიონი ლარი იქნება. როგორც კალაძემ დღეს მისი საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, სპეც-ტრანსფერების მეშვეობით  ბიუჯეტი მილიარდზე მეტი გახდება.
თბილისის მერმა ისაუბრა იმ თანხების მოცულობა, რომელიც ჯანდაცვისა და სოციალური სფეროში, ასევე ინფრასტრუქტურის მოწყობასა და სხვადასხვა მიმართულებით დაიხარჯება.
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, და ასევე ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანს იმ მხარდაჭერისთვისა და თანადგომისთვის, რომელიც დედაქალაქის მიმართულებით მათ მიერ არის გამოხატული. 2019 წლის ბიუჯეტი იქნება 921 მილიონი ლარი, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დამატებითი სპეც-ტრანფერებით ბიუჯეტი იქნება მილიარდზე მეტი. აქედან 35% ანუ დაახლოებით 327 მილიონი ლარი დაიხარჯება ჯანდაცვასა და სოციალური მიმართულებით. ინფრასტრუქტურასა და კეთილმოწყობაზე 455 მილიონი ლარი დაიხარჯება, ეკოლოგიის მიმართულებით 88 მილიონი გვაქვს განსაზღვრული და გამწვანების მიმართულებით 26 მილიონი ლარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი