ღვინის მუზეუმი “რიყის დოქებში” – ცნობილი მეღვინის იდეა მერიას

ღვინის მუზეუმი “რიყის დოქებში” – ცნობილი მეღვინის იდეა მერიას

559
გაზიარება

ცნობილი ქართველი მეღვინე, იაგო ბიტარიშვილი თბილისში ე.წ. „რიყის დოქებში“ ღვინის მუზეუმის გახსნის იდეით გამოდის.
როგორც ბიტარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ღვინის მიზეუმი ევროპის ბევრ ქვეყანაში ფუნქციონირებს და საქართველოს, რომელიც მეღვინეობის აკვნად არის მიჩნეული, კარგი იქნება, თუ ასეთი ფუნქციით დატვირთული შენობა ექნება. უკვე შეიქმნა პეტიცია, სადაც მოქალაქეებს ძალიან ადვილად შეუძლიად ამ იდეისადმი საკუთარი მხარდაჭერა დააფიქსირონ. საკმარისია ხელმოწერა და ქვეყნის, ქალაქის და მეილის მითითება.
ბიტარიშვილი ფიქრობს, რომ აუცილებელია საქართველოში და კერძოდ, თბილისში შეიქმნას მაღალი დონის  ქართული ღვინის მუზეუმი, რომელიც ქვეყნის და ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება.  ბიტირაშვილის მოსაზრებით, იმის გამო, რომ საქართველოში და თბილისში ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, ღვინის მუზეუმი საკმაოდ შემოსავლიანი და რენტაბელური იქნება.

კომენტარი