რამდენი დაიხარჯება “რადიოქალაქის” პროექტზე და რამდენ სამუშაო ადგილს შექმნის ის?

რამდენი დაიხარჯება “რადიოქალაქის” პროექტზე და რამდენ სამუშაო ადგილს შექმნის ის?

199
გაზიარება

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, მუხიანში, 102 000 კვადრატული მეტრის ფართობზე მრავალფუნქციური კომპლექსი – რადიოქალაქი აშენდება. ახალი კომპლექსი მუხიანის  ძველი რადიოქარხნის ტერიტორიაზე მოეწყობა, რომელიც, დაახლოებით, 10 ჰექტარ ფართობს მოიცავს.
აღნიშნული საკითხი თბილისის მერის, კახა კალაძის ერთ-ერთი წინასარჩევნო დაპირება იყო და მის განხორციელებაზე საუბარი თბილისის მერად კალაძის არჩევის დღიდან აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა თარიღი გაურკვეველი იყო. “რადიოქალაქის” პროექტის განხოციელების ზუსტი დრო ცნობილი ისევ არ არის, თუმცა როგორც კალაძემ მერიის 1-წლიანი საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა, ხსენებული პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება.
“თბილისის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია „რადიოქალაქის“ პროექტი, რომელიც მუხიანის დასახლებაში განხორციელდება. გლდანის, მუხიანისა და თემქის მოსახლეობას ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ექნება, სადაც ყველაფერი განთავსდება –  კაფეები, რესტორნები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი. ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მივიდეს და დაისვენოს. პროექტს ბიზნესთან ერთად განვახორციელებთ.”- განმარტა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტი, რომლის საინვესტიციო თანხაც 50 მილიონ ლარს შეადგენს, 200 სამუშაო ადგილს შექმნის.

კომენტარი