თბილისი, გაჭედილი ქალაქი – 158 საათი საცობში, რას აჩვენებს MyMap -ის რუკა

თბილისი, გაჭედილი ქალაქი – 158 საათი საცობში, რას აჩვენებს MyMap -ის რუკა

642
გაზიარება

კონსულტაციების ჯგუფ ACT – ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისელების თითქმის ნახევარს, დღეში, საშუალოდ, 26 წუთი უწევს საცობში დგომა. გამოდის, რომ წლის განმავლობაში თბილისელები საცობში, დაახლოებით, 158 საათს ატარებენ. ამ მაჩვენებლით, თბილისი ისეთ მეგაპოლისებსაც კი უსწრებს, როგორებიც: მოსკოვი, (128 სთ) სტამბოლი,(120) რიო დე ჟანეირო ( 114)  და მეხიკო (107 ) არიან.

47436189_2199469250310943_3218588538173915136_n

ACT – ის კვლევების თანახმად, ყოველდღიურად საცობში დგომა თბილისელების 44% -ს უწევს. 69% საცობში კვირაში ერთხელ მაინც  ხვდება.
2017   წლის მონაცემებით, თბილისის მოსახლეობის მეოთხედი (25%) საკუთარი, ოჯახის წევრის ან მეგობრის ავტომობილით სარგებლობს. როგორც ირკვევა, დღეისათვის თბილისში ავტობუსის 100 და სამარშრუტო ტაქსის 200-მდე ხაზი ფუნქციონირებს. ყველაზე მეტი მგზავრი სწორედ სამარშრუტო ტაქსებს გადაჰყავთ.
თბილისში 603 ათასი ადამიანი მგზავრობს სამარშრუტო ტაქსებით, 330 ათასი — ავტობუსებით და 288 ათასი მეტროთი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ თბილისში მთლიანი ავტოპარკის 40%-ია თავმოყრილი.
თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაკვეთით, კომპანია PWC-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დედაქალაქში ყოველდღიურად, დაახლოებით 550 ათასი ავტომობილი გადაადგილდება.

კომენტარი