დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

37
გაზიარება

დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურ რეჟიმში ახორციელებს.
ამ ეტაპზე სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა აკაკი წერეთლის გამზირის N101-სა და ბათუმის ქუჩა N29-ში, დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-19 და მე-20 კორპუსებთან კი საგზაო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.
დიდუბის რაიონის გამგეობამ ასფალტის საფარი უკვე მოაწესრიგა ცხრა მისამართზე. წყალტუბოს ქუჩის N19-ში, N23-სა და 24-ის მიმდებარედ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ასფალტის საფარი დააგო. ცაბაძის ქუჩის N2,3 და 4 კორპუსებთან 5844 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, როგორც სამანქანო გზა, ასევე, საფეხმავლო ტროტუარები და ბორდიურები.
ამასთან, ასფალტის საფარი მოწესრიგდა ქურდიანის ქუჩა N4-ის შიდა ეზოში, საფეხმავლო ბილიკი კი ბოხუას ქუჩის N3-ის მიმდებარედ მოეწყო.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს „ვეკო 2017“, „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“ და შპს „დრო“ ახორციელებენ.

კომენტარი