ვარკეთილი 3-ის მეორე მიკრორაიონში, N3 კორპუსში სართულშუა ნაპრალები ამოავსეს

ვარკეთილი 3-ის მეორე მიკრორაიონში, N3 კორპუსში სართულშუა ნაპრალები ამოავსეს

137
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე სამუშაოებს აწარმოებს. ვარკეთილი 3-ის მეორე მიკრორაიონში, N3 კორპუსში სართულშუა ნაპრალები ამოავსეს. გარდა ამისა, უკვე დასრულდა სამუშაოები 5 კორპუსში.
ასევე, ბინათმესაკუთრეთა განცხადების საფუძველზე, სენსორული განათების მონტაჟი მიმდინარეობს მესამე მასივის მე-4 კვარტლის N6 კორპუსში. სენსორული განათების სისტემა უკვე მოეწყო 13 მისამართზე.
სადარბაზოს 10 ახალი კარი დამონტაჟდა ქიზიყის N34-ში, ამილახვრის N11-სა და მესამე მასივის მე-9 კვარტლის N2 კორპუსში.
მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში სარემონტო სამუშაოები განხორციელდა 9 მისამართზე; ამჟამად კი სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგ მისამართებზე:

 მოსკოვის გამზირი N37, კორპუსი N2;
 კალაუბნის ქ. კოპრუსი N4;
 მესამე მასივი, მე-9 კვარტალი, კორპუსი N1;
 ვარკეთილი 3, პირველი მიკრორაიონი, კორპუსი N33;
 მესამე მასივი, ზემო პლატო, მე-2 მიკრორაიონი, კორპუსი N5;
 ვარკეთილი 3, მე-4 მიკრორაიონი, კორპუსი N412;
 მოსკოვის გამზირი, კორპუსი N39/2;
 მესამე მასივი, ჯავახეთის ქ. N9;
 ლორთქიფანიძის ქ. N104.

კომენტარი