ზღვის უბნის III მიკრორაიონში საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო

ზღვის უბნის III მიკრორაიონში საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო

52
გაზიარება

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის III მიკრორაიონის II კვარტალში, N30 კორპუსის მიმდებარედ საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო.
შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ზაზა გაბუნიასა და თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა.
„საბავშვო გასართობი სივრცე ხუთი კორპუსის მოსახლეობისთვის მოეწყო, სადაც კაუჩუკისსაფარიან მოედანზე ხის ატრაქციონები დამონტაჟდა. აღსანიშნავია, რომ ორი ატრაქციონი შშმ პირებისთვის არის გათვალისწინებული. ასევე, საბავშვო მოედნის გვერდზე კომბინირებული სტადიონია, რომელიც გასულ წელს განვაახლეთ. საბოლოოდ, ბავშვებისა და მოზარდებისთვის კარგი გასართობი სივრცე შეიქმნა,“ – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა. მიმდინარე წელს, რაიონის მასშტაბით, მსგავსი პროექტი კიდევ ოთხ მისამართზე განხორციელდა.

კომენტარი