სამგორის რაიონის გამგეობაში ბავშვის განათლების უფლებებზე იმსჯელეს

სამგორის რაიონის გამგეობაში ბავშვის განათლების უფლებებზე იმსჯელეს

176
გაზიარება

ცნობიერების ამაღლების კამპანია სახელწოდებით – „ყველა ბავშვი სკოლაში“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა სამგორის რაიონის გამგეობაში გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა სხვა საკითხებთან ერთად, სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების მიმართ ინფორმირებულობის გაზრდის, ბავშვის განათლების უფლებისა და და მისი დარღვევის შესახებ იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ინკლუზიური განათლების განვითარების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ბულინგისა და ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობის საკითხები.
შეხვედრას ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში ჩართული უწყებების თანამშრომლები, მათ შორის, სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური აგენტები და სამგორის გამგეობის თანამშრომლები დაესწრნენ.
კამპანია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) თანამშრომლობით ხორციელდება.

კომენტარი