ელიავას ბაზრობის მიმდებარედ აკაცია, ჰიმალაის კედარი და ნეკერჩხალი დარგეს

ელიავას ბაზრობის მიმდებარედ აკაცია, ჰიმალაის კედარი და ნეკერჩხალი დარგეს

195
გაზიარება

საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ (ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარედ) 351 ძირი, სამი სახეობის არანაკლებ 3 მეტრის სიმაღლის ხე დაირგო. აქედან 186 ძირი აკაცია, 75 ძირი ჰიმალაის კედარი და 90 ძირი ნეკერჩხალი.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ, მიმდინარე წლის ბოლომდე დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩებში, სკვერებსა და ბაღებში დაირგვება 12 000 მერქნიანი მცენარე, აქედან 6000 ძირი დიდტანოვანი, არანაკლებ 3 მეტრზე მაღალი, 23 სახეობის ხე.

კომენტარი