ყველაზე სწრაფები მსოფლიოში – მონსტრები რელსებზე

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში – მონსტრები რელსებზე

284
გაზიარება

გამარჯობა.  რომელი მატარებლით  ისურვებდით გასეირნებას? ბევრი თქვენგანი, ალბათ, ჰოგვორტ-ექსპრესს ამჯობინებს, რომელსაც მგზავრები  ჯადოქრობისა და მაგიის სკოლა ჰოგვორტსში მიჰყავს, თუმცა ეს შეუძლებელია. ჯადოქრობისა და მაგიის არა, მაგრამ ამ მატარებლებთან ერთად, რომლებზეც „სითი კვირა“ მოგითხრობთ, სიჩქარისა და კომფორტის სამყაროს ნამდვილად შეიგრძნობთ.

1 MAGLEV

8-8

იაპონელი ინჟინრების ამ ქმნილებას ჯერჯერობით კონკურენტი არ ჰყავს. 603 კმ/სთ -ში, ეს არის ზღვარი, რომელსაც რელსებზე მდგარმა სატრანსპორტო საშუალებამ მიაღწია. 2027 წელს MAGLEV-ი  იაპონიის ქალაქებს ერთმანეთს დააკავშირებს და როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ავიაკომპანიებს სერიოზული კონკურენტიც გამოუჩნდებათ.

2 TGV

TGV

574 კმ/სთ- ეს TGV -ის რეკორდია. ფრანგული საოცრება ერთმანეთთან იტალიის, საფრანგეთის და  ჰოლანდიის ქალაქებს აკავშირებს. ტექნიკის ეს საოცრება ჯერჯერობით მხოლოდ 250 მიმართულებაზე მოძრაობს. TGV-ის შემქმნელებს შორს მიმავალი გეგმები აქვთ. 2025 წლისათვის მარშრუტების რაოდენობა უნდა გაორმაგდეს.

3 CRH380A

8-8

როდესაც იაფ პროდუქციას ვყიდულობთ, ვიცით, რომ ის ძირითადად ჩინურია და მის ხარისხზე დიდი წარმოდგენაც არა გვაქვს. CRH380A სხვა შემთხვევაა. ეს უმაღლესი ხარისხია და აღიარებ, რომ ჩინელებსაც შეუძლიათ. 380კმ/ სთ -ში, ეს CRH380A-ს შესაძლებლობების ზღვარი არაა. 2012 წელს ჩინურმა საოცრებამ 486 კმ/სთ-ის განვითარება შეძლო, თუმცა  ეს მხოლოდ საჩვენებელი გამოსვლა იყო.

4 N700 SHINKANSEN

8-8

ეს ფუტურისტული საოცრება საათში 443 კილომეტს ავითარებს. თითქმის, 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში ის ყოველგვარი გართულებებისა და პრობლემების გარეშე ემსახურება პედანტ იაპონელებს.

5  HEMU 430X

HEMU

სამხრეთ კორეელებს ამ პროექტის შექმნა და რეალიზაცია 64 მილიონი დოლარი დაუჯდათ. თუმცა, როგორც ჩანს, ჩიტი ბრდღვნად ღირდა. 430 კმ/სთ-ში – ამ სიჩქარით სამხრეთ კორეის მთაგორიან რელიეფზე მოძრაობა საკმაოდ დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. თუმცა, ჯერჯერობით რაიმე გართულებას და ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.

კომენტარი