16 ოჯახს თბილისში საცხოვრებელი ფართი 1 ლარად დაუკანონდება

16 ოჯახს თბილისში საცხოვრებელი ფართი 1 ლარად დაუკანონდება

186
გაზიარება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 16 ოჯახს ფართებს 1 ლარად დაუკანონებს.
„დღეს თბილისის მთავრობა განიხილავს 16 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ, ერთ ლარად გადაცემის საკითხს სხვადასხვა უბნებში. მათგან 11 სახოვრებელი ფართი მარუაშვილის ქუჩაზეა, ხოლო დანარჩენი ხუთი – გლდანის VII კვარტალში, მოსკოვის გამზირზე, აღმაშენებლის N189-ში, ლილოსა და საქსოვმანქანის დასახლებებში. მინდა მივულოცო ამ ოჯახებს. თქვენ იცით, რა პრობლემებია, წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ფართების დაკანონებას, გაზარდეს შვილები, შვილიშვილები. მინდა მათ მივულოცო მათ ეს ბედნიერება. ჩვენ კიდევ ბევრ ადამიანს გავაბედნიერებთ”,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარი