დედაქალაქში 11 000 კვადრატული მეტრის ბეტონის გზაგამყოფი კუნძულები გამწვანებამ ჩაანაცვლა

დედაქალაქში 11 000 კვადრატული მეტრის ბეტონის გზაგამყოფი კუნძულები გამწვანებამ ჩაანაცვლა

2259
გაზიარება

საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, დედაქალაქში 11 000 კვადრატული მეტრის ბეტონის გზაგამყოფი კუნძულები გამწვანებამ ჩაანაცვლა.
გმირთა მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 5980 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჰიდრო თესვის პრინციპით დაითესა ბალახი, 221 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი და დაირგო 21 ძირი მერქნიანი მცენარე – 11 ძირი ჭადარფოთოლა ნეკერჩხალი; 10 ძირი ფოტინია.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ, დედაქალაქში 97 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებულ გზაგამყოფ კუნძულებზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაიგო ბალახი და დაირგო სხვადასხვა სახეობის 7000-მდე ბუჩქი.

კომენტარი