ზემო ფონიჭალაში შუა გამყოფი ზოლი გაამწვანეს

ზემო ფონიჭალაში შუა გამყოფი ზოლი გაამწვანეს

215
გაზიარება

საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ფონიჭალაში შუა გამყოფი ზოლი გაამწვანა.
ზემო ფონიჭალაში, 2,5 კილომეტრამდე შუა გამყოფ ზოლში 555 ძირი, 3 მეტრზე მაღალი აკაცია დაირგო.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ, მიმდინარე წლის ბოლომდე დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე, სკვერებსა და ბაღებში 12 000 მერქნიანი მცენარე დაირგვება, აქედან 6000 ძირი დიდტანიანი, არანაკლებ 3 მეტრზე მაღალი, 23 სახეობის ხეა.

კომენტარი