მცივანა რუსები და ყინვაგამძლე იაპონელები – ოთახის ტემპერატურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

მცივანა რუსები და ყინვაგამძლე იაპონელები – ოთახის ტემპერატურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

266
გაზიარება

ზოგს მოსწონს როცა ოთახში თბილა, ზოგისთვის უფრო მოსახერხებელია როცა ახალგაღვიძებულს ოთახში ერთგვარი სუსხი ხვდება.  „სითი კვირა“ დაინტერესდა, სად როგორ ტემპერატურას ანიჭებენ უპირატესობას.

იაპონია -10 გრადუსი.

1_Япония

იაპონიის უმეტეს ნაწილში საკმაოდ მკაცრი ზამთარი იცის, თუმცა ფაქტია რომ იაპონურ ქალაქებში ცენტრალური გათბობის სისტემა ფაქტობრივად არ აქვთ. იაპონელები ძირითადად ელექტროგამათბობლებით თბებიან. მათ განკარგულებაშია,  ასევე, მუდმივი დენის წყაროსთან მიერთებული ან ელემენტებით აღჭურვილი სპეციალური პლედები და ხალიჩები. იაპონური სახლის აუცილებელი ატრიბუტია სპეციალური მაგიდა – კოტაცუ.  მაგიდასთან ერთად ეს ერთგვარი გათბობის საშუალებაცაა, რომელიც ელემენტებით იკვებება და იაპონური ოჯახის ძირითადი თავშეყრის ადგილიცაა. თუ ჩვენი სტანდარტებით მივუდგებით, ზამთარში იაპონურ სახლში საკმაოდ ცივა, იშვიათად, რომ იქ ტემპერატურა 10 გრადუს აღემატებოდეს.

დიდი ბრიტანეთი – 15 გრადუსი.

2_британия

დიდ ბრიტანეთში  ოთახის საშუალო ტემპერატურა ზამთარში 15 გრადუსია. იაპონიის მსგავსად ცენტრალური გათბობა არც ბრიტანელებს აქვთ. ბრიტანელები გასათბობად, ბუნებრივ აირს იყენებენ. გაზის გამათბობლები და ეგრეთწოდებული გაზის „კალონკები“ ბრიტანული ზამთრის განუყოფელი ნაწილია.

ჰოლანდია – 16 გრადუსი.

3_Нидерланды

ჰოლანდიაშიც გათბობის ძირითადი საშუალება ბუნებრივი გაზია. ცენტრალური გათბობა არც ჰოლანდიაშია მიღებული. ერთი საშუალო ჰოლანდიურ ოჯახს გათბობა თვეში 200 ევრო უჯდება.

საფრანგეთი -17 გრადუსი.

4_Франция

კერძო სახლების უმეტესობა საფრანგეთში გათბობის ინდივიდუალური სისტემებით არის აღჭურვილი. სითბოს მიღების ძირითადი წყარო საფრანგეთშიც ბუნებრივი აირია.

გერმანია – 17 გრადუსი.

5_Германия

გერმანიაშიც ძირითადად გაზით თბებიან. კერძო სახლებში ინდივიდუალური საქვაბეებია მოწყობილი. მრავალსართულიან სახლებში გაზის მოწყობილობებს ანიჭებენ უპირატესობას. გაზი გერმანიაში საკმაოდ ძვირი ღირს ამიტომ ზოგიერთ ოჯახში ელექტრონულ ქვეშაგებსაც აქტიურად იყენებენ.

იტალია – 17 გრადუსი.

6_Италия

ცენტრალური გათბობა არც იტალიელებს აქვთ. იტალიურ ქალაქებში ძირითადად ელექტრო ღუმელებით თბებიან.

ესპანეთი -18 გრადუსი.

7_Испания

გასაკვირია, მაგრამ ამ სამხრეთულ ქვეყანაში, სადაც ზამთარი საკმაოდ თბილია ცენტრალური გათბობა ფუნქციონირებს. ზამთრის ცივ დღეებში ცენტრალური გათბობა საღამოს 7 საათიდან 22 საათამდეა ჩართული. მეტი სითბოს მოყვარულებს დროის სხვა მონაკვეთში გათბობის სხვა ინდივიდუალური საშუალებების გამოყენება უწევთ.

რუსეთი –   25 გრადუსი.

13_Россия

ყველაზე თბილი სახლები რუსეთის მოქალაქეებს აქვთ. თითქმის ყველად დიდ ქალაქში ცენტრალური გათბობის სისტემა ფუნქციონირებს. სახლების გარდა, რუსეთის სადრბაზოებშიც საკმაოდ თბილა. კომუნალური გადასახადები, მათ შორის გათბობა  რუსეთში არც თუ ისე მაღალია, ასე, რომ ერთადერთი რაც ევროპას რუსების მართლაც შეიძლება შეშურდეს, ეს თბილი ოთახებია.

კომენტარი