გლდანის რაიონში ხეები დარგეს

გლდანის რაიონში ხეები დარგეს

52
გაზიარება

საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში სხვადასხვა ქუჩაზე, სკვერებსა და გზაგამყოფ კუნძულებზე 560 ძირი, არანაკლებ 3 მეტრი სიმაღლის ხე დარგო.
მათი ინფორმაციით, გლდანის რაიონში 49 ძირი ქვამუხა, 10 ძირი იტალიური ფიჭვი, 100 ძირი ნეკერჩხალი, 10 ძირი არიზონას კვიპაროსი, 122 ძირი ჩვეულებრივი იფანი, 140 ძირი ამერიკული ნეკერჩხალი, 40 ძირი ევროპული მუხა, 30 გრძელფოთოლა იფანი და 59 ძირი აკაცია დაირგო.

კომენტარი