ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილები მსოფლიოსა და საქართველოში – 4 ათასი ევრო მყიდველებს

ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილები მსოფლიოსა და საქართველოში – 4 ათასი ევრო მყიდველებს

220
გაზიარება

ელექტრომობილი  მსოფლიოში სულ უფრო  პოპულარული ხდება. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს მსოფლიოში 1.2 მილიონი სხვადასხვა ტიპის და კლასიფიკაციის ჰიბრიდი და ელექტროავტომობილი გაიყიდა.

5fin08h76g3t0g5არსებული სტატისტიკის თანახმად  2016 წელთან შედარებით ზრდამ 58 % შეადგინა. როგორც EV Volumes -ის ანგარიშშია მითითებული გაყიდვების 66 % ელექტრომობილებზე ხოლო 34 % ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოდის. ბოლო მონაცემებით 2016 წელთან შედარებით მარტო ელექტრომობილების ბაზარი  2017 წელს 43 % -ით გაიზარდა. Elektromobili-v-Norvegii2017 წლის მონაცემებით ევროპაში 501 798 ელექტრომობილი იყო რეგისტრირებული. გასაოცარია, მაგრამ ელექტრომობილების რაოდენობით ევროპაში ნავთობით მდიდარი ნორვეგია ლიდერობს. 5 მილიონიან ქვეყანაში ელექტრომობილების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. ამ ქვეყანაში გახიდული ახალი ავტომობილების 40% ელექტრომობილია.  მეორე და მესამე ადგილებს ელექტროავტომობილების რაოდენობით საფრანგეთი (30 921) და გერმანია (28 495) ინაწილებენ. საინტეესოა, რომ გერმანიის ხელისუფლება და ადგილობრივი ავტომწარმოებლები ელექტრომობილის მყიდველებს პრემიას გადაუხდიან. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ელექტრომობილის შეძენის შემთხვევაში, მყიდველს მანქანის ღირებულების ნაწილი – ჯამში 4 000 ევროს ოდენობით აუნაზღაურდება, 3 ათას ევროს კი ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილების მყიდველები მიიღებენ.

2

აქვე გთავაზობთ 2017 წელს ევროპაში ყველაზე გაყიდვადი ელექტროავტომობილების  ჩამონათვალს:

 ТОП самых продаваемых электромобилей в Европе в 2017 году

 

  1. Renault ZOE – 31 302
  2. Nissan Leaf – 17 293
  3. BMW i3 (исключая REx) – 14 785
  4. Tesla Model S – 14 319
  5. Volkswagen e-Golf – 12 663
  6. Tesla Model X – 10 396
  7. Hyundai IONIQ Electric – 5 872
  8. Kia Soul EV – 5 482
  9. Nissan e-NV200 – 4 419
  10. Smart Fortwo Electric Drive – 4 239
  11. Renault Kangoo Z.E. – 4 232
  12. Volkswagen e-Up! – 2 981
  13. Mercedes-Benz B-Class Electric Drive – 2 639
  14. Opel Ampera-e – 1 942
  15. Smart ForFour Electric Drive – 1 423
  16. Mitsubishi i-MiEV – 439

მსოფლი მასშტაბით ვითარება ელექტროავტომობილების ბაზარზე მნიშვნელოვნად განსხვავებულია. აქ  უპირობო ლიდერი Tesla -ა, რომელსაც დიდი ჩამორჩენით, ჩინური ავტომწარმოებლები მოყვებიან. საინტერესოა, რომ BMW, Daimler, Volkswagen და Toyota-ს წილი ბაზარძე ჯერჯერობით უმნიშვნელოა.

2018 წელს საქართველოში შემოსული ელექტრომობილების TOP-ხუთეული შემდეგია:

  • Nissan LEAF – 295
  • Mitsubishi – 14
  • Tesla Model S – 13
  • Hyundai – 8
  • BMW – 6

კომენტარი