ჩოლოყაშვილისა და ბახტრიონის კვეთაზე 32 ძირი მერქნიანი მცენარე დარგეს

ჩოლოყაშვილისა და ბახტრიონის კვეთაზე 32 ძირი მერქნიანი მცენარე დარგეს

71
გაზიარება

საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, დედაქალაქში 11 000 კვადრატული მეტრის ბეტონის გზაგამყოფი კუნძულები გამწვანებამ ჩაანაცვლა.
ჩოლოყაშვილისა და ბახტრიონის კვეთაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 432 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჰიდრო თესვის პრინციპით ბალახი დაითესა და დაირგო 32 ძირი მერქნიანი მცენარე – 2 ძირი ქვა მუხა; 30 ძირი ფოტინია.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ, დედაქალაქში 97 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებულ გზაგამყოფ კუნძულებზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაიგო ბალახი და დაირგო სხვადასხვა სახეობის 7000-მდე ბუჩქი.

კომენტარი