სოლომონ დოდაშვილის მოედანზე არსებული შუა გამყოფი კუნძული გაამწვანეს

სოლომონ დოდაშვილის მოედანზე არსებული შუა გამყოფი კუნძული გაამწვანეს

91
გაზიარება

თბილისში, სოლომონ დოდაშვილის მოედანზე არსებული შუა გამყოფი კუნძული გამწვანდა.
ტერიტორიაზე დაირგო 5 ძირი ზეთისხილი, 8 ძირი შტამპიანი ფოტინია, 18 ძირი წყავი და 36 ძირი ჭრელი კვიდო.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ, დედაქალაქში 97 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებულ გზაგამყოფ კუნძულებზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაიგო ბალახი და დაირგო სხვადასხვა სახეობის 7000-მდე მერქნიანი მცენარე.

კომენტარი