52-ე სკოლის მიმდებარედ დაავადებული ფიჭვები მოჭრეს და ნეკერჩხლებით ჩაანაცვლეს

52-ე სკოლის მიმდებარედ დაავადებული ფიჭვები მოჭრეს და ნეკერჩხლებით ჩაანაცვლეს

191
გაზიარება

დედაქალაქში სანიტარული ჭრების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.
ყაზბეგის გამზირზე, 52-ე სკოლის მიმდებარედ დაავადებული (ხმობადი) ფიჭვები მოიჭრა. მოჭრილი ფიჭვების სანაცვლოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე 46 ძირი 3 მეტრზე მაღალი ხე – 25 ძირი ამერიკული ნეკერჩხალი და 21 ძირი ჭადარფოთოლა ნეკერჩხალი დაირგო.
დაავადებულმა ფიჭვებმა, შესაძლოა, სხვა ჯანსაღი ხეების დაზიანებაც გამოიწვიოს.
მიმდინარე წლის ბოლომდე, დედაქალაქში 6000 ძირი, 3 მეტრზე მაღალი ხე დაირგვება.

კომენტარი