მერიამ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რეკლამის გაცემაზე აუქციონის ვადა გაახანგრძლივა

მერიამ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რეკლამის გაცემაზე აუქციონის ვადა გაახანგრძლივა

116
გაზიარება

მერიამ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რეკლამის 20 წლით გაცემაზე აუქციონის ვადა 28 დღით გაახანგრძლივა.
მერიის ქონების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აუქციონი არა 28 დეკემბერს, არამედ 25 იანვარს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ მერიის ქონების მართვის სააგენტომ მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე რეკლამის 20 წლით ექსკლუზიურად განთავსების უფლებაზე აუქციონი თავდაპირველად 19 დეკემბერს გამოაცხადა. დოკუმენტაციის მიხედვით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღებისათვის კომპანიამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოში 3 000 000 ლარი „ბე”-ს სახით უნდა გადაიხადოს. ამასთან, საპრივატიზებო თანხა – 11847124,99 ლარს, ხოლო სავაჭრო ბიჯი 100 000 ლარს შეადგენს.

კომენტარი