შენი უბნის იდეა – თბილისში ურბანული ინიციატივების კონკურსი დაიწყო

შენი უბნის იდეა – თბილისში ურბანული ინიციატივების კონკურსი დაიწყო

537
გაზიარება

ორგანიზაცია “იარე ფეხით” მოქალაქეებს ურბანული ინიციატივების კონკურსში “ჩემი უბნის იდეა” მონაწილეობას სთავაზობს. კონკურსანტებს საალება ექნებათ   წარადგინონ ინიციატივები, რომლებიც სურთ, რომ მათ საცხოვრებელ უბანში განხორციელდეს. ინფორმაციას droa.ge ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ამისათვის საჭიროა  განაცხადის შეტანა, რის შემდეგაც  მოქალაქე მიიღებს ფინანსურ და სხვა სახის მხარდაჭერას. თითოეული ინიციატივისთვის  მაქსიმალური ბიუჯეტი 1 400 ლარს შეადგენს.
“ინიციატივა შესაძლოა შეეხებოდეს გამწვანებას, მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი სივრცეების, სკოლის მიმდებარე ტერიტორიის ან ნებისმიერი სხვა საერთო სარგებლობის ადგილის  კეთილმოწყობას თბილისში.
მონაწილეობის მსურველი აუცილებელია, ცხოვრობდეს თბილისში და იყო 16 წელზე მეტის (16 წლამდე განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ მშობლების თანხმობა)”, – აცხადებენ ორგანიზაციაში. აღნიშნულ ინფორმაციას droa.ge ავრცელებს.
დეტალური ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარი