HUB Georgia მერიის აუქციონის შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებს

HUB Georgia მერიის აუქციონის შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებს

189
გაზიარება

HUB Georgia-ას აღმასრულებელი დირექტორის ვასილ ურუშაძის განცხადებით, მიწისზედა და მიწისქვეშა საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკლამის განთავსებისთვის, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი, კახა კალაძისთვის შესაძლოა მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული გახდეს.
“თბილისის მერი ფიქრობს, რომ შექმნას საშვილიშვილო ბიზნესი. სხვა მოტივი ამას არ შეიძლება ჰქონდეს. სერვისი, რომელიც მომგებიანია თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის, ფიქრობს, გადასცეს 20-წლიანი ექსკლუზიური უფლებით სხვა კომპნიას მინიმალურ თანხად-12 მილიონად. ადგილი აქვს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივ გულგრილობას. 9-დღიანი აუქციონი მიუთითებს იმაზე, რომ სხვა კომპანიებს ფიქრის დროც არ დარჩენოდათ”,- განაცხადა ურუშაძემ.
ურუშაძის თქმით, მერიის აუქციონის შეგეგებს სასამართლოში გაასაჩივრებს.
“მივმართავთ სასამართლოს. ვფიქრობ, კახა კალაძისთვის ეს საქმე შეიძლება ერთ-ერთი აღმოჩნდეს, რომელიც მის კარიერას ძალიან ცუდად დაასრულებს ქართულ პოლიტიკაში”,- განაცხადა ურუშაძემ.
შეგახსენებთ, რომ მერიის ქონების მართვის სააგენტომ მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე რეკლამის 20 წლით ექსკლუზიურად განთავსების უფლებაზე აუქციონი გამოაცხადა. აუქციონი 19 დეკემბერს გამოცხადდა და 28 დეკემბერს სრულდება. დოკუმენტაციის მიხედვით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღებისათვის კომპანიამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოში 3 000 000 ლარი „ბე”-ს სახით უნდა გადაიხადოს. ამასთან, საპრივატიზებო თანხა – 11847124,99 ლარს, ხოლო სავაჭრო ბიჯი 100 000 ლარს შეადგენს.

კომენტარი