1-ელი იანვრიდან მეტროს მემანქანეებს ხელფასი 30%-ით ეზრდებათ

1-ელი იანვრიდან მეტროს მემანქანეებს ხელფასი 30%-ით ეზრდებათ

408
გაზიარება

1-ელი იანვრიდან მეტროს მემანქანეებს ხელფასი 30%-ით, დანარჩენ თანამშრომლებს კი 15%-ით ეზრდებათ. შესაბამის ინფორმაციას „სოლიდარობის ქსელი“ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ხანგრძლივი, გამჭვირვალე, სამართლიანი და ღირსეული ბრძოლის შედეგად, ჩვენმა მეგობარმა და დამოუკიდბელმა პროფკავშირმა, „ერთობა 2013-მა” მოახერხა საქართველოს უახლეს ისტორიაში ხელფასების ყველაზე დიდი ზრდა მიიეღო. ესაა დემოკრატიული პროფკავშირული სტრუქტურისა და ყოველგვარ საიდუმლო გარიგებებზე უარის თქმის დამსახურება. ჩვენი კოლექტიური ბრძოლა გრძელდება!”, – წერს “სოლიდარობის ქსელი”.

კომენტარი