კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლი – „ახალი წლის ჯადოსნური ღამე ჟირაფ ჟოზესთან ერთად“ –...

კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლი – „ახალი წლის ჯადოსნური ღამე ჟირაფ ჟოზესთან ერთად“ – გაიმართება

173
გაზიარება

3, 4, 5 იანვარს, 12:00 საათზე, კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლი – „ახალი წლის ჯადოსნური ღამე ჟირაფ ჟოზესთან ერთად“ – გაიმართება.
კინომსახიობთა თეატრის ცნობით, ეს არის ამბავი იმაზე, თუ რა მოხდა ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ერთ ჩვეულებრივ ოჯახში.
„სპექტაკლების დასრულების შემდეგ მხიარულება თეატრის ფოიეში გაგრძელდება, სადაც მოეწყობა სახალისო აქტივობები,
განთავსდება ჟოზეს, ჟოზეფინას და მათი მეგობრების სასურათე ბანერები, გათამაშდება საჩუქრები, და რაც მთავარია, გასაყიდად გამოიფინება ჟირაფ ჟოზეს უამრავი პროდუქცია“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
პიესის ავტორი: ირაკლი სამსონაძე; მხატვარი: ნუცა ჭყონია;  კომპოზიტორი: მიშა ცინცაძე.
როლებში: გია აბესალაშვილი, მზია არაბული, ანა-მარია გურგენიშვილი, ვანო თარხნიშვილი, ნანუკა კუპატაძე, ანა ნიკოლაშვილი, გიორგი ჩაჩანიძე, ილია ჭეიშვილი, გაგი შენგელია.
რეჟისორი: გიორგი მარშანია; ტექნიკური რეჟისორი: სოფო დანელია; დადგმის ხელმძღვანელი: გიორგი სიხარულიძე.
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 50 წთ;
სპექტაკლის შემდეგ გასართობი ღონისძიების ხანგრძლივობა: 60-70 წთ;
ასაკი: 3+

კომენტარი