135 მილიონი ინფრასტრუქტურაში – რა გაკეთდა და რისი გაკეთება იგეგმება დედაქალაქში

135 მილიონი ინფრასტრუქტურაში – რა გაკეთდა და რისი გაკეთება იგეგმება დედაქალაქში

192
გაზიარება

გასულ წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებში თბილისის მერიამ 135 744 331 ლარი დაიხარჯა.  საერთო ჯამში საგზაო სამუშაოები 12 ლოკაციაზე მიმდინარეობდა. გასულ წელს დაიწყო და წელს დასრულდება, კახეთის გზატკეცილის მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია ხდება. ასევე, თბილისი-ნაფეტვრების გზის მონაკვეთისა და მარნეულის გზატკეცილის რეაბილიტაცია.

1546253206_b686e7a2e0
აღსანიშნვია სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზის მშენებლობაც.გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა დასრულდა მაღლივის საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია.ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები  ვახუშტის, ვარკეთილისა და მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი (სარაჯიშვილი) ხიდებს უტარდებათ. მხოლოდ მაღლივის საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციაზე 515 515 ლარი დაიხარჯა.
ამ დროისთვის ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე მდებარე 20-მდე შენობის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შენდება 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი. პროექტის ბიუჯეტი 70 მლნ ლარია. ასევე, მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედნისა და 20-მდე შენობის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა 50 მლნ ლარს შეადგენს.დასრულებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმების რეაბილიტაცია; დასრულდა ილია ჭავჭავაძის მემორიალურ-ლიტერატურული მუზეუმის სრული რეაბილიტაციაც.
2018 წელს  აშენდა და გაიხსნა 11 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, შშმ პირთათვის ადაპტირებული საბავშვო ბაგა-ბაღი.მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 38 საბავშო ბაგა – ბაღში.

2018 წელს თბილისისთვის ოთხი დიდი პარკი მოეწყო:

წურწუმიას ქუჩაზე;

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე;

გლდანის მეექვსე მიკრორაიონში;

გოძიაშვილის სახელობის პარკი;

დასვენების ადგილების განვითარებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია ორი დიდი საქალაქო პარკის მოწყობა თემქის ხევის ტერიტორიასა და დიღმის ჭალებში.
თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ინიციატივით,გამოიცვალა 9000 პარკინგის ნიშანი, დაიხაზა და კეთილმოეწყო 8000 კვ.მ პარკირების ადგილი. მნიშვნელოვნად გადახალისდა მუნიციპალური ავტობუსების პარკი.უკვე შეძენილია  10 მეტრიანი MAN-ის ფირმის 90 ახალი ავტობუსი. დასრულდა 220 ერთეული -მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის სატენდერო პროცედურა ხოლო 2019 წლისთვის მზადდება ტენდერი 240 ერთეული ელექტრო ძრავზე მომუშავე 8 და 10-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვაზე. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სამუშაოებისა რაც გასულ წელს შესრულდა მიმდინარე წელს გაგრძელდება.

კომენტარი