„ალილოს“ ორგანიზებისთვის მერია საპატრიარქოს ავტობუსებს გამოუყოფს

„ალილოს“ ორგანიზებისთვის მერია საპატრიარქოს ავტობუსებს გამოუყოფს

158
გაზიარება

7 იანვარს, შობის დღესასწაულზე „ალილოს“ მსვლელობის გამო, გარკვეული ხნით რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება. „ალილოს“ მსვლელობა,  14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მოეწყობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 11:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:00 საათიდან კი ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩებზე. აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ. მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე განახლდება.

კომენტარი