„ინტერტრანსის“ მიკროავტობუსიდან რუსთავის მერმა 2 ლარის აღმნიშვნელი აბრა ჩამოხსნა

„ინტერტრანსის“ მიკროავტობუსიდან რუსთავის მერმა 2 ლარის აღმნიშვნელი აბრა ჩამოხსნა

201
გაზიარება

რუსთავის მერი  ირაკლი ტაბაღუა აცხადებს, რომ რუსთავი-თბილისის მიმართულებით ტრანსპორტზე ტარიფი თვითნებურად არის გაზრდილი.
ირაკლი ტაბაღუამ  აქციის მონაწილეებთან ერთად „ინტერტრანსის“ კუთვნილი მიკროავტობუსი გააჩერა, საიდანაც 2 ლარის აღმნიშვნელი აბრა ჩამოხსნა და 1.50 ლარიანი აბრა გააკრა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის მერიასთან მგზავრობის გაზრდილი საფასურის შემცირების მოთხოვნით მოქალაქეებმა  აქცია გამართეს.
თავის მხრივ, მძღოლები   ამბობენ,  რომ 1.50 ლარად მგზავრებს ვერ გადაიყვანენ.

წყარო:kvira.ge

კომენტარი