პირველად ღია ცის ქვეშ მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ დაიდგმება

პირველად ღია ცის ქვეშ მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ დაიდგმება

184
გაზიარება

7 იანვარს, 21:00 საათზე  პირველი რესპუბლიკის მოედანზე ანსამბლ „ივერიის“ კლასიკად ქცეული საესტრადო მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ დაიდგმება.
„ჩხიკვთა ქორწილი“ უკვე თითქმის 40 წელია წარმატებით იდგმება და უდიდესი აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. საკმარისია ითქვას, რომ მხოლოდ საქართველოში, ალექსანდრე ბასილაიას და ჯემალ ბაღაშვილის ეს გახმაურებული მიუზიკლი, რომელზეც მთელი თაობები აღიზარდა, სხვადასხვა წელს თითქმის 800-ჯერ ჩატარდა.
მონაწილეობენ:
არწივი – თემურ წიკლაური
ბუ – ნუგზარ კვაშალი
ჩხიკვი ქეთევანი – ნუცა ბუზალაძე
ჩხიკვი ზაქარა – ანდრია გველესიანი
ყვავი – ბორის ბედია
წრუწუნა – ხვიჩა მაღლაკელიძე
ვეტერანი წრუწუნა – ვახტანგ ტატიშვილი
ჩხიკვი თომა – გურამ ჯაში
კაჭკაჭი – მანანა თოდაძე
კაჭკაჭი – ქეთი წიკლაური
კაჭკაჭი და გულწითელა ჩიტი – თამუნა ტაბატაძე
ტოროლა – მერაბ სამყურაშვილი
კოდალა – დიტო საკანდელიძე
ჩხიკვი ზაქარას მეგობრები: ჯანო იზორია, გია დავითიანი, გუჯა მარდალეიშვილი, ავთანდილ თაბუკაშვილი, გოგა ოსეფაშვილი.
„ივერიელი“ ჩიტები: ლუიზა კობალაძე, ლილი ზღვაური, ზურა ლალიაშვილი, ვიქტორ ლალიაშვილი, დათო აბულაძე, გია ბაღაშვილი.
ტყის ბინადარი ჩიტები: ფრიდონ სულაბერიძე (უმცროსი), ლაშა მძინარაშვილი, მირიან ბერელიძე, ირაკლი ნადირაშვილი, მაიკო ვაწაძე, შორენა ჯაფარიძე, ცისია კალანდაძე, ეკა მოდებაძე.
მუსიკოსი ბარტყები: ილა საბაძე, თენგო გუმბერიძე, დათო მჭედლიშვილი, ალექსანდრე ჯაფარიძე.
კომპოზიტორი – ალექსანდრე ბასილაია
ლიბრეტოს ავტორები – ჯემალ ბაღაშვილი და ავთანდილ გელოვანი
მხატვრები – ანი ნინუა და ნინო სურგულაძე
დამდგმელი ქორეოგრაფები – კოტე ფურცელაძე და ფრიდონ სულაბერიძე
სასცენო მოძრაობა – გოგა ოსეფაშვილი
მუსიკალური ხელმძღვანელი – გია ბაღაშვილი
დამდგმელი რეჟისორი – ჯემალ ბაღაშვილი

კომენტარი