დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში სკვერი რეაბილიტირდა

დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში სკვერი რეაბილიტირდა

112
გაზიარება

დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში, N6 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი რეაბილიტირდა.
პროექტის ფარგლებში, ორი საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სკვერში განთავსდა ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
სამუშაოები, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეო პარკმა“ განახორციელა. აღნიშნული პროექტი 184 249 ლარით დაფინანსდა.

კომენტარი