შავი ჭირი თბილისში და მეფე, რომელმაც დასაბამი დაუდო აცრებს საქართველოში

შავი ჭირი თბილისში და მეფე, რომელმაც დასაბამი დაუდო აცრებს საქართველოში

828
გაზიარება

საქართველოში ღორის გრიპისგან, ანუ H1N1 ვირუსისგან 11 ადამიანი გარდაიცვალა. შექმნილი ვითარების გამო, თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. დაავადების თავიდან აცილების ერთ-ერთ საშუალებად პრევენციული აცრები სახელდება, თუმცა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ოფიციოზის ამ რეკომენდაციას ეჭვის თვალით უყურებს. აცრებთან დაკავშირებით, დაახლოებით, ანალოგიური სიტუაცია და განწყობა იყო მე-18 საუკუნის თბილისშიც.
1770-1772 წლებში თბილისში შავი ჭირით ოთხი ათასი ადამიანი გარდაცვლილა. ფაქტობრივად, დედაქალაქის მოსახლეობის ერთი მეხუთედი.
ამ სიტუაციაში მეფე ერეკლეს დიდი რისკის ფასად ასეთი გადაწყვეტილება მიუღია: გასცა ბრძანება, რომ ყვავილის წინააღმდეგ პირველად მისი ვაჟი აეცრათ, რათა სხვებს ერწმუნათ, რომ ეს საშიში არ არის და პირიქით, სასარგებლოა.
შემორჩენილია მეფის წერილი მის მოხელე რევაზ ამილახვართან, სადაც ერეკლე წერს: “ჩვენს შვილს – იულონს ყვავილი ავუჭერით და გაცხელებული არის”. მაშინ, ალბათ, არ არსებობდა ტერმინი აცრა და მეფე სიტყვა “აჭრას” ხმარობს.
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მეფე ერეკლემ შემოიღო პირველად ეს სამედიცინო ტერმინი და იგი ერთ-ერთი პირველია, ვინც საფუძველი დაუდო და დასაბამი მისცა აცრებს საქართველოში.
ამ ისტორიას აღწერს თავის ჩანაწერში გერმანელი მეცნიერი იოჰან გიუოლდენშტედტი.

კომენტარი