8 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

8 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

75
გაზიარება

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 8 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა შეეხება:
გლდანის რაიონი
გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ხერგიანის, სარაჯიშვილის და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 17 საათამდე.
ნაძალადევის რაიონი
ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ცისარტყელას, ჭიჭინაძის, ტრაქტორის, ბენდელიანის და ხრესილის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10:30 საათიდან 17 საათამდე.
საბურთალოს რაიონი
პეკინის, კოსტავას და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10:30 საათიდან 17 საათამდე.

კომენტარი