ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის ორ კორპუსში წყალსაქაჩი ტუმბოები დაამონტაჟეს

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის ორ კორპუსში წყალსაქაჩი ტუმბოები დაამონტაჟეს

58
გაზიარება

ნავთლუღის დასახლებაში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე N48-ე კორპუსის „ა“ და „ბ“ ბლოკში მცხოვრები ოჯახები ახალ წელს გამართული წყალმომარაგების სისტემით შეხვდნენ.
ორ მრავალსართულიან კორპუსში წყლის დაბალი წნევის გამო, მაცხოვრებლებს სისტემატიურად პრობლემები ექმნებოდათ, რის გამოც ისნის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა დააფინანსა და წყალსაქაჩი ტუმბოები დაამონტაჟა.
პროექტის განხორციელების შედეგად, სალოსის N48 ე-ში, სადაც 114 ოჯახი ცხოვრობს, მაღალ სართულებზე მცხოვრებ მოსახლეობას წყალი სტაბილურად, მაღალი წნევით მიეწოდება.
როგორც ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, ნავთლუღში, სალოსის N48-ე კორპუსების მაცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა.
„წყალსაქაჩი სისტემის არარსებობის გამო, მაღალ სართულებზე მცხოვრები ოჯახები ფაქტობრივად უწყლოდ იყვნენ დარჩენილნი. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული პრობლემა და ყველა საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ, გამოვაცხადეთ ტენდერი. დავამონტაჟეთ ორი თანამედროვე ტიპის, მაღალი ხარისხის წყალსაქაჩი ტუმბო. მიხარია, რომ მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, ჩვენი მოსახლეობა საახალწლოდ გავახარეთ და დღეიდან მათ ეს პრობლემა აღარ შეაწუხებთ “,- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 33 522 ლარი დაიხარჯა.

კომენტარი